TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / 1C ოპერატორი

1C ოპერატორი

Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია შპს " დიპლომატ ჰოლდინგი " აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, დაწინაურების პერსპექტივით. შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს; დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს : www.diplomatholding.com.ge საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel); ** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ფლობა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან; ** პრისეილერების მიერ გადმოგზავნილი შეკვეთების და დაბრუნებების დამუშავება, საწყობის პროგრამაში გადატვირთვა, აგროვებული შეკვეთების კორექტირება და რეალიზაციაში ატვირთვა; ** დისტრიბუციისთვის საბუთების გამზადება; ** დაბრუნებული პროდუქციის ზედნადებების და რეალიზაციის გააქტიურება RS-ზე; ** რეპორტინგი; სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი -პარასკევი; ** სამუშაო საათები : 10:00-18:00; ** საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში) 1200-ლარიდან ზრდის პერსპექტივით. ** მისამართი: ქ.თბილისი, ა.ბელიაშვილის 145ბ ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!