აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი
Job description
ლოგისტიკური კომპანია "კარგო პოლო" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის პოზიციაზე! კარგო პოლო არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/ სპეცტექნიკის/ სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს სერვისების სრულ სპექტრს ავტოდილერებისთვის. კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ქვეყანაში: უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია. 2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, თანამედროვე ლოგისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია. 2025 წელს კარგო პოლოს წარმომადგენლობას საქართველოში ბათუმის ფილიალიც დაემატა. აჭარის რეგიონული ხელმძღვანელის ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, მართვა და მოტივირება; თანამშრომლების მუშაობის ხარისხის შეფასება და მათი განვითარების ხელშეწყობა; გაყიდვების სტრატეგიული მიზნების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; შემოსავლებისა და ბაზრის წილის ზრდაზე ორიენტირებული ეფექტური სტრატეგიების შემუშავება; ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს ანალიზი; გაყიდვების ინიციატივების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროებისამებრ მათი გაუმჯობესება; CRM პროცესებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვა; მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტებთან; რეგულარული რეპორტინგის მომზადება უფროსი მენეჯმენტისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით); მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე; MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ფლობა; სასურველია Copart, IAAI ან სხვა საავტომობილო აუქციონებთან მუშაობის გამოცდილება. ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს: გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი; სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება; დელეგირების და ეფექტური დაგეგმვის უნარი; მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები; შედეგზე ორიენტირებული და ინიციატივიანი მიდგომა. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; სტაბილურ, საინტერესო და მაღალი სტანდარტების სამუშაო გარემოს. ანაზღაურება: 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადახდა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში) + ბონუსი; მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N121 თუ მზად ხართ თქვენი გამოცდილებით შექმნათ ძლიერი გაყიდვების გუნდი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ კომპანიის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV [email protected] -ზე (იმეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).