TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერი

ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერი

ამბოლი თბილისი ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: HR ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა; საკადრო დოკუმენტაციის ადმინისტრირება შრომის კოდექსისა და შიდა პოლიტიკების შესაბამისად; თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემთა ბაზების მართვა/განახლება; HRIS-ისა და სხვა პროგრამებში პერსონალის მონაცემების ადმინისტრირება; Payroll პროცესის სრული ადმინისტრირება და ბიუჯეტის კონტროლი; თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების მართვა; თანამშრომელთა მხარდაჭერა საკადრო საკითხებში; ON/OFF Boarding პროცესების ორგანიზება და მართვა; შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა; რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და საჭიროების შემთხვევაში პრობლემური ქეისების ესკალაცია. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; HR ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel); შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება; ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; Payroll-ის (ხელფასების დათვლისა და ადმინისტრირების) პროცესში პრაქტიკული გამოცდილება; ანალიტიკური აზროვნების უნარი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება; ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. აუცილებელი უნარები: გუნდში ინტეგრაციისა და საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტური თანამშრომლობის უნარი; ემპათიისა და ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.