ადგილობრივი შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი
Job description
კომპანია მონტაჟ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესყიდვის მოთხოვნების მიღება და დამუშავება; სამშენებლო მასალების, ინვენტარისა და მომსახურებების მომწოდებლების მოძიება; მიღებული შეთავაზებების Excel-ში შედარება და ანალიზი; მომწოდებლებთან ფასებისა და კომერციული პირობების შეთანხმება; შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების კონტროლი; მასალებისა და ინვენტარის საწყობში ან პროექტებზე დროული მიწოდების ორგანიზება; ობიექტების ხელმძღვანელებთან და დეპარტამენტის გუნდთან კომუნიკაცია; მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება; შესყიდვებისა და მომარაგების შესახებ რეპორტინგის წარმოება. ადგილობრივ ბაზრის პროდუქციის განფასება და სატენდერო დოკუმენტაციების შევსება. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო საათები: 09:00-18:00; სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ალექსანდრე მანაგაძის ქ. №1; ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ამა წლის 31 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი.