TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი

ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი

geverse-construction Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი. სამუშაო განაკვეთი: სრული ადგილმდებარეობა: ბათუმი , წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით). ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ადგილობრივი შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა; ** არსებული ადგილობრივი მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმართვა, შესყიდვების დაგეგმვა და თანმდევი პროცესების კონტროლი; ** ახალი ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად; ** კომერციული შეთავაზებებისა და სატენდერო წინადადებების მომზადება, მიღებული შეთავაზებების ანალიზი და შედარება; ** მომწოდებლებთან ფასებისა და ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მონაწილეობა, მათი შესრულების მონიტორინგი. ** შესყიდული პროდუქციისა და მასალების დროული მიწოდების კონტროლი და კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან; ** ადგილობრივ ლოჯისტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მიწოდების ვადების მონიტორინგი; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა ** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი; ** შედეგზე ორიენტირებული. ** კონფიდენციალობის დაცვა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]