TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

RIFT Gaming Lounge Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

" RIFT Gaming Lounge " — პრემიუმ კლასის გეიმინგ სივრცე ბათუმში — აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. მდებარეობა: ბათუმი , შერიფ ხიმშიაშვილის ქ. 1 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლიანი გრაფიკი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება; ** სესიებისა და ჯავშნების მართვა შიდა სისტემით; ** ანგარიშსწორება (ნაღდი/ბარათი), სალაროს ოპერაციები და ცვლის ჩაბარება; ** დარბაზში წესრიგის დაცვა, ტექნიკის მდგომარეობის კონტროლი და ხარვეზების დროული დაფიქსირება; ** სასმელების გაყიდვა და საწევრო აბონემენტების შეთავაზება სტუმრებისთვის. მოთხოვნები: ** ასაკი 18 წლიდან; ** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური — სასურველია; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა; ** PC-სა და გეიმინგის ცოდნა ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები, 2/2 სისტემით (დღის/ღამის როტაცია); ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუს სისტემა (დღიური გეგმის შესრულებაზე და აბონემენტების გაყიდვაზე); ** ტრენინგი ადგილზე, მკაფიო სამუშაო სტანდარტები; ** თანამედროვე ტექნიკა და მეგობრული გუნდი. CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] — სათაურში მიუთითეთ "ადმინისტრატორი". ტელეფონი: +995 597 630507 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 ივლისი .