ადმინისტრატორი
Job description
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი " xstoys " აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, გრანდ მოლში, ქალაქ ბათუმში . სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში და ერთი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა ** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება ** სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა ** პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი ** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება ძირითადი მოთხოვნები: ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია) ** კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები) პიროვნული მახასიათებლები: ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი -გრანდმოლი ბათუმი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!