TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

HORIZONS GROUP ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

„ჰორიზონს აპარტ’ოტელი “ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე. მდებარეობა: ბათუმი . სამუშაო გრაფიკი: სრული (მოძრავი გრაფიკი). ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად); სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა; ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ჩაითვლება უპირატესობად); საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა; სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი მოვალეობები: ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება; მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი; დეტალური ინფორმაციის ფლობა - აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი ტარიფების შესახებ; სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება; ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან; აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა; უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის; თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] , სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი.