TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 27, 2026

Job description

,,დეილი ჯგუფი” არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. ჰოლდინგის პორტფოლიოს მრავალფეროვნება თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით. ,,დეილი ჯგუფის” ხედვაა რითეილის მომავლის შექმნა, რაც ნიშნავს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი ბიზნესეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს. მენეჯმენტის მიდგომა აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo. „დეილი ჯგუფს“ მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ პროცესის მთავარი ძალაა და შვილობილ ბრენდებთან ერთად უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის. ,,დეილი ჯგუფში” ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა. სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს. კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით. “ მაგნიტი ” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, კახეთში . ჩვენ გთავაზობთ : ანაზღაურებას 1000 + ბონუსი; ანაზღაურებად სტაჟირებას; მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას; საქართველოში ყველაზე მსხვილ და ძლიერი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას; პროფესიული სწავლების, კარიერული ზრდის და განვითარების მუდმივ შესაძლებლობებს; შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება: სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების და ფასმაჩვენებლების განთავსების უზრუნველყოფა, სააქციო სივრცეების მართვა; პროდუქციის მიღებისა და დაბრუნების ოპერაციების შესრულება; ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, სალარო ოპერაციების მართვა; უსაფრთხოების ნორმებისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვა; ფილიალის საოპერაციო პროცესებში აქტიური ჩართულობა და გეგმების შესრულების მხარდაჭერა; მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; იმისთვის რომ ჩაერთო შერჩევის პროცესში აუცილებელია გქონდეს საცალო ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება და ლიდერული უნარ-ჩვევები. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://magniti.selfrecruit.ge/s/6zKc