ადმინისტრატორი
Job description
" Unfound Door - Design Hotel " აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. მოვალეობები: ** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება ** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით ** სასტუმროსა და რესტორნის ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით და სოციალური ქსელით. ** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე ** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით ** შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი პიროვნული თვისებები: ** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ** კომუნიკაბელურობა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. ** დაზღვევას თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!