TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

XS სათამაშოები Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანი, გალერეა თბილისი. სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 5 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. სამუშაო პირობები: ლოკაცია: გალერეა თბილისი; მიმართულება: Build a Bear-ის "სახელოსნო" სამუშაო გრაფიკი: სრული ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა ** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება ** სალაროს მართვა ** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!