TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

brim-hotel-tbilisi Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

სასტუმრო " Brim Tbilisi " აცხადებს ვაკანსიას მიმღებ განყოფილებაში ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12/14 (ავლაბარი) გრაფიკი: 12 საათიანი (ოთხი სამუშაო / ოთხი დასვენების დღე) ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000 ლარი (+ ბონუსი) მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა; ** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი. მოვალეობები: ** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება; ** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა; ** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება; ** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება; ** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს; ** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას! https://www.brimtbilisi.com/