TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

სასტუმრო Astoria Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - სერვისების, ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ოპერაციების შესრულება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა/გადამისამართება; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია სასტუმროს ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად. ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გასაუბრება ჩატარდება ქართულად, ინგლისური და რუსული კომპონენტებით). სასურველია: ** მცირე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ** სასტუმროს პროგრამების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას; ** კვებით უზრუნველყოფას. ანაზღაურება: 1300 NET ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21 სამუშაო საათები: 2/2 ცვლა, 12 საათიანი გრაფიკი - დღის და ღამის ცვლა. თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.