ადმინისტრატორი
Job description
ბრენდი შეიკი 2014 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, წარმოადგენს მრავალფეროვან არჩევანს სუნამოების, მანქანისა და სახლის აქსესუარების მიმართულებით. კომპანია აცხადებს სტაჟირებას შეიკის ადმინისტრატორის პოზიციაზე. გრაფიკი: 10:00-18:00 (შაბათ-კვირა დასვენება) ანაზღაურება: შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: ნაშთების პროგრამის მართვა; ზედნადების ატვირთვა; პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება; სოციალური ქსელის მართვა და მომხმარებლის ინფორმირება; პროდუქციის პრეზენტაციის და ანოტაციის მომზადება; თანამშრომლებისთვის ბრენდის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; ფილიალებში მერჩენდაიზინგის სტანდარტის უზრუნველყოფა; პერიოდულად ნაშთის აღწერა საჭიროებისამებრ; მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება; თუ გსურთ beauty მიმართულებით განვითარება და მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილების შეძენა აღნიშნული სტაჟირება საუკეთესო შანსია! დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV – [email protected] სათაურში მიუთითეთ „შეიკის ადმინისტრატორის სტაჟირება“, გისურვებთ წარმატებებს!