TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

ბუტიკ 32 ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

სასტუმრო „ბუტიკ 32“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში ძირითადი მოვალეობები: თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება- ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ; შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა; სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა); სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების თანამშრომლისთვის ინფორმაციის გადაცემა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარის (სასრველია თურქული ენის ცოდნაც); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი; ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; თავაზიანობა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. სასტუმრო „ბუტიკ 32“ გისურვებთ წარმატებას!