ადმინისტრატორი
Job description
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი " Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი ", რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი) ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება; ** ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელ-ფოსტით; ** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე; ** სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი; ** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. პიროვნული თვისებები: ** ღამის საათებში მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დამოუკიდებლად განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადების გადახედვის შემდგომ. გისურვებთ წარმატებას!