TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

იელთი ჯგუფი ბათუმი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 22, 2026

Job description

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,, იელთი ჯგუფი“ აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში. ძირითადი მოვალეობები: სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება; ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი; გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი; ჯავშნების მიღება; შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა; უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები : სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია; პიროვნული უნარ-ჩვევები: პუნქტუალურობა; კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; ფიზიკურად შრომის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა ; დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 2/2 გრაფიკი 12 საათიანი სამუშაო დრო (მოიცავს საღამოს ცვლას) ანაზღაურება: 1100 ლარი+ბონუსი ლოკაცია: ქ. ბათუმი დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!