TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

Best Western Plus Batumi ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სასტუმროში სტუმრის მიღება, განთავსება და გაცილება; ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელ-ფოსტით; ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე; სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი; სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება; ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. პიროვნული თვისებები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დამოუკიდებლად განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ადმინისტრატორი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადების გადახედვის შემდგომ. გისურვებთ წარმატებას!