TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი

აპარტ-სასტუმრო პარალელი ხელვაჩაური ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

აპარტ-სასტუმრო „პარალელი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე თუ გაქვთ სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ აპარტ-სასტუმროში, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out); სატელეფონო ზარებსა და ონლაინ შეტყობინებებზე ოპერატიული პასუხის გაცემა; ჯავშნების მიღება, მართვა და კოორდინაცია; Booking.com-ის, Airbnb-ისა და Beds24-ის სისტემებთან მუშაობა; სტუმრების ანგარიშსწორება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი კომფორტული მომსახურების უზრუნველყოფა; აპარტამენტების მზადყოფნის, სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; დამლაგებლის მუშაობის კოორდინაცია და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა; მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება; დამოუკიდებლად და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; Beds24-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; სამუშაო გრაფიკს: 10:00–19:00 (1-საათიანი შესვენებით); სამუშაო კვირას: 6 სამუშაო დღე; სამუშაო ადგილს: კვარიათი ; ანაზღაურებას: 1500 ლარი; 1-თვიან გამოსაცდელ ვადას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება. დამატებითი ინფორმაცია ასევე განიხილება სასტუმროს მართვისა და მენეჯმენტის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კანდიდატურები. განაცხადის გამოგზავნა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: Tel/WhatsApp: +995 595 07 53 07