ადმინისტრაციულ-ოპერაციული ასისტენტი
Job description
ვაკანსია — ადმინისტრაციულ-ოპერაციული ასისტენტი კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და ანალიტიკურად მოაზროვნე თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება ხელმძღვანელს ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც უბრალოდ დავალებას არ ასრულებს მექანიკურად, არამედ აანალიზებს რა ხდება, ხედავს პრობლემას, სვამს სწორ კითხვებს და ცდილობს საქმე ბოლომდე ხარისხიანად მიიყვანოს. ძირითადი მოვალეობები: ** ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება; ** ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა; ** Excel / Google Sheets-ში მონაცემების შეყვანა, დალაგება, გადამოწმება და კონტროლი; ** თანამშრომლებთან და მძღოლებთან კომუნიკაცია; ** დოკუმენტაციის, ფაილებისა და ინფორმაციის მოწესრიგება; ** ავტოპარკთან დაკავშირებული საკითხების კონტროლში დახმარება; ** GPS-ის, ჯარიმების, დაზღვევებისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მონიტორინგში მონაწილეობა; ** ახალი თანამშრომლების ან მძღოლების მოძიებაში დახმარება; ** სარეკლამო ტექსტების, პოსტების ან ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება; ** პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება და შესაძლო გამოსავლის შეთავაზება. მოთხოვნები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მიმდინარე პროცესების გააზრების უნარი; ** პრობლემების მიზეზების ანალიზისა და გადაწყვეტის გზების მოძიების უნარი; ** სიტუაციის სწორად შეფასებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** დეტალებზე ყურადღება; ** Excel/Google Sheets-ის კარგი ცოდნა; ** Word-ის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** დროის სწორად მართვის უნარი; ** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება ** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ავტოპარკთან ან ტაქსოპარკთან მუშაობის გამოცდილება; ** Facebook რეკლამებთან ან პოსტებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა. ვის ვეძებთ ვეძებთ ადამიანს, რომელიც: ** მიღებულ დავალებას გაიგებს, გააანალიზებს და შეასრულებს ხარისხიანად; ** არ ელოდება მუდმივ შეხსენებას; ** თუ რამე არ იცის, დასვამს კითხვას და სწრაფად ისწავლის; ** პრობლემას არ დამალავს; ** დროულად შეგვატყობინებს რისკებსა და შეცდომებს; ** პატივს სცემს ვადებს, წესრიგს და შეთანხმებებს; ** შეძლებს იყოს ხელმძღვანელის სანდო დამხმარე ყოველდღიურ საქმეებში. ვის არ ვეძებთ: ** ადამიანს, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება; ** ადამიანს, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ ასრულებს; ** ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის; ** ადამიანს, რომელიც პრობლემას მალავს; ** ადამიანს, რომელიც ვერ აანალიზებს სიტუაციას და მხოლოდ მექანიკურად ასრულებს დავალებებს; ** ადამიანს, რომელიც მხოლოდ ფორმალურად "მუშაობს". შერჩევის პროცესი 1. CV-ის განხილვა; 2. ფოტოსურათიანი რეზიუმე აუცილებელია; 3. გასაუბრება; 4. პრაქტიკული დავალება; 5. საცდელი პერიოდი. პრაქტიკული დავალება შეიძლება მოიცავდეს: ** Excel / Google Sheets-ში ცხრილის დალაგებას; ** მოკლე სამუშაო წერილის მომზადებას; ** პრობლემური სიტუაციის ანალიზსა და გადაწყვეტის გეგმის დაწერას; ** მონაცემების სწორად შეტანასა და გადამოწმებას; ** მარტივი საორგანიზაციო დავალების შესრულებას. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და საქმიან გარემოს; ** ანაზღაურებას კანდიდატის გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ანაზღაურება ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრებისა და კანდიდატის უნარების მიხედვით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: [email protected]