TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრაციული ასისტენტი

ადმინისტრაციული ასისტენტი

Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Jul 21, 2026

Job description

" საქართველოს კარიტასი " აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერილობა და პერსონალური სპეციფიკაციები: ანგარიშვალდებულია: აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებულია: პროგრამის და ადმინისტრაციულ პერსონალთან პერიოდი: სრული განაკვეთი სახელფასო დონე: A2 მთავარი მიზანი: ადმინისტრაციული და პროგრამული პერსონალის დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში ძირითადი მოვალეობები: ** დაგეგმვა: დირექტორისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინირება, მათი კალენდრის მართვა და დროული შეხსენება. ** კორესპონდენცია: ოფისში შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის წარმოება, მათ შორის ელ. წერილები, ბეჭდური წერილები და გზავნილები. მათი გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე. ** დოკუმენტების მართვა: ადმინისტრაციაში ბეჭდური და ელექტრონული ფაილების შენახვა/დაარქივება. ** ადმინისტრაციული დოკუმენტის თარგმანი: დოკუმენტების, მოხსენებების და სხვა წერილობითი მასალების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით. თარგმანის ყველა სიზუსტის და სიცხადის დაცვით. ** ოფისის შეხვედრების თარგმნა: ზეპირსიტყვიერი მთარგმნელობითი სერვისის მიწოდება შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიებების დროს ქართულ/ინგლისურენოვან მონაწილეებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად. ** შიდა კომუნიკაცია: ორგანიზაციის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა შეტყობინებების და ინფორმაციის გადაცემით სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გუნდის წევრებთან. ** გარე კომუნიკაცია: ადმინისტრაციაში შემოსული ზარების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება ან/და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება. საფოსტო გზავნილების მართვა - გაგზავნა/მიღება, ჩაბარება, გადამისამართება. ** ადმინისტრაციული ღონისძიების დაგეგმვა: ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობაში დახმარება, ორგანიზება და კოორდინაცია, ლოჯისტიკის ჩათვლით, როგორიცაა ადგილის მოწყობა, კვება და ტრანსპორტირება. ** ადმინისტრაციული შეხვედრის მომზადება: შეხვედრის მასალების, მათ შორის დღის წესრიგის, პრეზენტაციების და მოხსენებების მომზადება. ყველა საჭირო აღჭურვილობის და რესურსის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა. ** ადმინისტრაციული დახმარება: ზედა რგოლის მენეჯმენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ დავალებებში, მათ შორის მონაცემთა შეყვანისა და ანგარიშების წარმოებისთვის. ** მოხალისეთა კოორდინაცია: დახმარება მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციაში, მათ შორის დაგეგმვაში, კომუნიკაციასა და მხარდაჭერაში. ** ოფისის აღჭურვილობა: ოფისის აღჭურვილობის, კერძოდ კარტრიჯების დროული შეცვლა/დატენვა, აღდგენა. ** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა. სხვა: დირექტორისგან გონივრულად მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ** გამოცდილება: არაკომერციულ, მულტიკულტურულ ან მოხალისეობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება ** ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამებისა (MS Office) და Windows-ის უახლესი ვერსიების სრულყოფილი ფლობა ** კომუნიკაცია: ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია — როგორც პირისპირ, ისე ტელეფონით, ** ადაპტაციურობა: მაღალი სამუშაო დატვირთვის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; კოლეგებისთვის დახმარების დროულად თხოვნა, მოქნილობა, მუდმივი სწავლისადმი ღიაობა და, რაც მთავარია ჯანსაღი იუმორის გრძნობა, სხვა ეროვნების, რელიგიის, შეხედულებებისა და კულინარიული გემოვნების პატივისცემა; ** გუნდურობა: ნამდვილი გუნდური მოთამაშე, რომელიც კოლეგებთან მტკიცე, პოზიტიურ ყოველდღიურ ურთიერთობებს ამყარებს განაცხადის შეტანა: სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: [email protected] . გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსია" საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ. ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ: განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 07.07.2026 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 21.07.2026 ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge ; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/ ;