TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრაციული ასისტენტი

ადმინისტრაციული ასისტენტი

ITCS Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანიის დასახელება: შპს " ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება " (ITCS) ვაკანსია: ადმინისტრაციული ასისტენტი სამუშაოს ლოკაცია: თბილისი გამოქვეყნების დღე: 6 ივლისი დედლაინი: 6 აგვისტო ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. თუ გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა. სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური კონტროლი, საოფისე მარაგების მართვა, სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება ** მენეჯმენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, დოკუმენტაციის მოწესრიგება ** სტუმრებისა და შეხვედრების ორგანიზება ** კურიერებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია, საკურიერო და საფოსტო კომპანიებთან ურთიერთობა, წერილების/პროდუქციის/საბუთების მიღება და გაგზავნა ** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი რეაგირება, დამკვეთებთან კომუნიკაცია სტატუსების გაცვლის მიზნით მათ მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ ინციდენტებზე ** პროვაიდერ და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა არსებული მოთხოვნის ფარგლებში ** პრობლემური ზარების/დავალებების შესახებ ესკალაციის გაკეთება უშუალო ხელმძღვანელთან ** პოზიციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ** მომწოდებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება ** მარტივი აღრიცხვის წარმოების გამოცდილება ** Google Workspace ან Microsoft 365 გარემოში მუშაობის გამოცდილება ძირითადი მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook ** ელფოსტით კორექტული კომუნიკაციის უნარი ** დოკუმენტებთან და ფაილებთან მოწესრიგებული მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** დროის სწორად განაწილების უნარი ** თავაზიანი და საქმიანი კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და აუცილებლად მიუთითოთ დასახელებაში "ადმინისტრაციული ასისტენტი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს არაუმეტეს 1 წლის ვადით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!