---
title: ადმინისტრაციული მენეჯერი
description: "ჩირიფრუტი " ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ჩირებს, ჩურჩხელებსა და შოკოლადის პროდუქტებს, გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს ადმინისტრაციულ მენეჯერს . ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და ინიციატ
---

# ადმინისტრაციული მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-09  
**Apply by:** 2026-10-09

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=751492)

## Job description

"ჩირიფრუტი " ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ჩირებს, ჩურჩხელებსა და შოკოლადის პროდუქტებს, გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს ადმინისტრაციულ მენეჯერს . ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და ინიციატივიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებში, ხელს შეუწყობს გაყიდვების მიმართულების გამართულ მუშაობას და გუნდთან ერთად იმუშავებს ბიზნესის განვითარებაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მფლობელობაში არსებული სტენდების მუშაობის მონიტორინგი; ** სტენდებზე გაყიდვების შედეგების კონტროლი და ანალიზი; ** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება; ** სტენდებზე პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ვიზუალური სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** არსებულ B2B კლიენტებთან კომუნიკაცია, ურთიერთობის მართვა და მათი მხარდაჭერა; ** B2B შეხვედრებზე დასწრება გუნდთან ერთად და საჭირო ინფორმაციის მომზადება; ** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება გუნდისთვის; ** ახალი პროდუქტების იდეებზე, განვითარებასა და ინიცირებაზე გუნდთან ერთად მუშაობა; ** გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობისა და ოპერაციული პროცესების შესახებ ანგარიშების მომზადება; ** ყოველდღიური ადმინისტრაციული და ორგანიზაციული პროცესების მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ადმინისტრაციულ, გაყიდვების ან ოპერაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პროცესების კონტროლისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** ქართულ, მზარდ და განვითარებად კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ბიზნესის განვითარების პროცესებში აქტიურ ჩართულობას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: prchirifruit@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: ადმინისტრაციული მენეჯერი - ჩირიფრუტი.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
