TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ადმინისტრაციული მენეჯერი

ადმინისტრაციული მენეჯერი

არტ იდეა ჯგუფი Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Aug 18, 2026

Job description

არქიტექტურული კომპანია " არტ-იდეა ჯგუფი " ეძებს ენერგიულ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და ორგანიზებულ თანამშრომელს , რომელიც ერთდროულად იზრუნებს, ოფისის შეუფერხებელ მუშაობაზე და უზრუნველყოფს კომპანიის ხელმძღვანელის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. მოვალეობები: ** საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზების ფორმატირება, ამობეჭდვა, სკანირება და აკინძვა (დეტალების მკაცრი დაცვით). ** საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების ფიზიკურად მიტანა/წამოღება. ** კორესპონდენციის (ოფიციალური წერილების/მეილების) შედგენა, გაგზავნა და დაარქივება. ** საკურიერო სერვისებთან ურთიერთობა (გზავნილების გამზადება და კონტროლი). ** სტანდარტული ინვოისების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება (შაბლონის მიხედვით). ** არქიტექტორთა გუნდისგან ინფორმაციის შეგროვება და შესრულებული სამუშაოების მარტივი რეპორტების (ცხრილების) მომზადება ხელმძღვანელობისთვის. ** საოფისე მარაგების კონტროლი და შევსება (პრინტერის ქაღალდი, კარტრიჯები, საკანცელარიო ნივთები, ყავა/ჩაი, ჰიგიენური საშუალებები). ** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ოფისში მოსული სტუმრების/კლიენტების დახვედრა. ** სამუშაო სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა (ზოგადი წესრიგის კონტროლი). მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** დოკუმენტებთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** საოფისე ტექნიკასთან (პრინტერი, სკანერი, ამკინძავი აპარატი) მუშაობის საბაზისო უნარი. ანაზღაურება 1500 ლარი (დარიცხული), სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: [email protected] . მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-ადმინისტრაციული მენეჯერი.