ადმინისტრაციული მენეჯერი
Job description
" ავერსი-რაციონალი " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადმინისტრაციული მენეჯერი , ქალაქში - თბილისი, ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების, GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ. ძირითადი მოვალეობები: ** შიდა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება (შეხვედრები, საოფისე ღონისძიებები, თათბირები, და სხვა შიდა კორპორაციული საკითხები); ** თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება (ბილეთები, სასტუმრო, დაზღვევა და ა.შ.) ** შიდა და გარე კორესპონდენციისა და შემოსული ზარების მართვა; ** კომპანიის შიდა Pღ-აქტივობებში ჩართულობა, ორგანიზება, რეპორტინგი. ** სპეციალური პროექტების მეთვალყურეობა და კომპანიის მიზნების მიღწევის პროგრესის კონტროლი. ** კომპანიის გარე საკომუნიკაციო საშუალებების (ვებ-გვერდი, სოც. მედია და სხვ.) მართვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მიღებული შენიშვნა/რეკომენდაციების მუდმივ გაუმჯობესება, ანალიზი, კომპანიის იმიჯის ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვა სოც. მედიაში და ა.შ. აუცილებელი კვალიფიკაცია: ** უმაღლესი განათლება ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS OFFICE) ცოდნა ** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** ეფექტური, გამართული კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერითი) ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** დისციპლინირებული, პუნქტუალური ** პასუხისმგებლობიანი ** პრეზენტაბელური ** კოლეგიალური ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ხელფასს; ** სამედიცინო დაზღვევას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს; სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს დიდ გუნდში; ** კორპორაციულ ღონისძიებებს და სასიამოვნო გუნდურ ატმოსფეროს. შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4qCW3oFb