ადმინისტრირების სპეციალისტი
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე. აღნიშნული პოზიცია არის დროებითი და გულისხმობს მინიმუმ 3 თვის ვადით დასაქმებას. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი, მემედ აბაშიძი 1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) ძირითადი მოვალეობები: შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება; საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება; შემოსული კლიენტების მიღება-გადამისამართება ან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; პოლისების ადმინისტრირება და კონტროლი; გაყიდვების თანამშრომლებისგან დოკუმენტაციის მიღება და მათი სიზუსტის შემოწმება; უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა; მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სადაზღვევო პოლისის მომზადება არსებული პროცედურის შესაბამისად; პოლისთან დაკავშირებული ცვლილებების პროგრამული ასახვა; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამებში, მათ შორის Excel-ში სამომხარებლო დონეზე მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარები: ორგანიზებულიბა; მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.