---
title: ადრეული განვითარების სპეციალისტი - Denver-ის მოდელი
description: "მზიური მედ ნეირო ქიდსი" ეძებს ადრეული განვითარების სპეციალისტს , რომელიც შეუერთდება ბავშვთა მულტიდისციპლინურ გუნდს და იმუშავებს ადრეული ასაკის ბავშვებთან Denver-ის ადრეული განვითარების მოდელის პრინცი
---

# ადრეული განვითარების სპეციალისტი - Denver-ის მოდელი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-02  
**Apply by:** 2026-10-02

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749338)

## Job description

"მზიური მედ ნეირო ქიდსი" ეძებს ადრეული განვითარების სპეციალისტს , რომელიც შეუერთდება ბავშვთა მულტიდისციპლინურ გუნდს და იმუშავებს ადრეული ასაკის ბავშვებთან Denver-ის ადრეული განვითარების მოდელის პრინციპების შესაბამისად. პოზიციის მთავარი მიზანი: სპეციალისტის მთავარი მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ბუნებრივ, თამაშზე დაფუძნებულ და ემოციურად პოზიტიურ გარემოში, ბავშვის ინტერესებისა და ინიციატივის გამოყენებით. მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: ** სოციალური ინტერაქციის განვითარებას; ** კომუნიკაციისა და სოციალური ინიციატივის გაძლიერებას; ** ბავშვის ინტერესებისა და მოტივაციის გამოყენებას სწავლების პროცესში; ** თამაშის უნარების განვითარებას; ** იმიტაციისა და ერთობლივი ყურადღების განვითარებას; ** მეტყველების, ჟესტებისა და არავერბალური კომუნიკაციის ხელშეწყობას; ** ემოციური რეგულაციისა და სოციალური ჩართულობის განვითარებას; ** ბავშვის ყოველდღიურ გარემოში ფუნქციური უნარების გაძლიერებას; ** მშობლის აქტიურ ჩართულობას განვითარების პროცესში. ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის განვითარების საჭიროებების შეფასებაში მონაწილეობა; ** ბავშვისთვის ინდივიდუალური განვითარების მიზნების განსაზღვრა; ** Denver-ის მიდგომის შესაბამისად ინდივიდუალური სესიების დაგეგმვა და განხორციელება; ** ბავშვის ინტერესებზე დაფუძნებული თამაშისა და განვითარების აქტივობების გამოყენება; ** ბავშვის ინიციატივის, კომუნიკაციისა და სოციალური ჩართულობის წახალისება; ** განვითარების სხვადასხვა სფეროში მიზანმიმართული უნარების გაძლიერება; ** ბავშვის პროგრესის რეგულარული შეფასება და დოკუმენტირება; ** ინდივიდუალური განვითარების გეგმის (IDP/IFSP) განხორციელებაში მონაწილეობა; ** მშობლისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება და მშობლის ჩართვა თერაპიულ პროცესში; ** გუნდის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა და ბავშვის ერთიანი განვითარების გეგმის განხორციელება; ** საჭიროების შემთხვევაში ბავშვის გარემოში — სახლში, საბავშვო ბაღსა და სხვა ბუნებრივ გარემოში — ნასწავლი უნარების განზოგადების ხელშეწყობა. სასურველი კვალიფიკაცია: ** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სპეციალური განათლების, ადრეული განვითარების, ოკუპაციური თერაპიის ან მონათესავე მიმართულებით; ** ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ** ბავშვის განვითარების ეტაპებისა და განვითარების დარღვევების ცოდნა; ** Denver-ის ადრეული განვითარების მოდელის ცოდნა ან შესაბამისი ტრენინგის გავლა; ** ASD-ისა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** თამაშზე დაფუძნებული განვითარების მიდგომების ცოდნა; ** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ ვეძებთ სპეციალისტს, რომელიც: ** ხედავს ბავშვს როგორც აქტიურ მონაწილეს და არა მხოლოდ თერაპიის მიმღებს; ** შეუძლია ბავშვის ინტერესის გამოყენება სწავლისა და კომუნიკაციის გასაძლიერებლად; ** ქმნის თბილ, უსაფრთხო და მასტიმულირებელ გარემოს; ** აფასებს ბავშვის მცირე პროგრესსაც და იყენებს მას შემდგომი განვითარებისათვის; ** ეფექტურად თანამშრომლობს მშობლებთან და მულტიდისციპლინურ გუნდთან; ** ორიენტირებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკასა და პროფესიულ განვითარებაზე. სამუშაო გრაფიკი, შრომის ანაზღაურება და შემდგომი დეტალები განიხილება პირადად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: pediatricc@yahoo.com და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98+-+Denver-%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
