ადვოკატის თანაშემწე
Job description
" გიორგი ცობეხია და პარტნიორები " არის საადვოკატო ბიურო რომელიც აცხადებს ვაკანსიას იურისტის - ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო (საბურთალოს ბიზნეს ცენტრი) სამუშაო დრო: არასრული განაკვეთი (10:00 საათიდან 18:00 საათამდე), კვირაში 3 - დღე (ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი) შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება. ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი. ** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ** კორესპონდენციის მომზადება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან წერილობითი კომუნიკაცია. ** სხვადასხვა იურიდიული და საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება. ** სასამართლოსა და ადმ. ორგანოებში წარმომადგენლობა (სურვილისამებრ განვითარებისთვის). ** კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი. ** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.