TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აღმასრულებელი დირექტორი

აღმასრულებელი დირექტორი

Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 23, 2026

Job description

კერძო საგანმანათლებლო სკოლა ა (ა)იპ ორ ავნერ და ჰანა აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მართავს საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესს ** ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ პერსონალს შორის და გასცემს მითითებებსა და დავალებებს. ** ყოველდღიურად ატარებს ღონისძიებებს სკოლაში დისციპლინის განმტკიცებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ** კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების განხორციელებას. ** ამზადებს პედაგოგთა დატვირთვის განრიგებსა და ხელფასების კლასიფიკაციის ცხრილებს. ** ორგანიზებას უწევს საქმიანობას, რათა უზრუნველყოს ყველა რესურსის ეფექტიანი გამოყენება მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის. ** დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ** ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, მათ შორის — სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და ღონისძიებების დაგეგმვას. ** ორგანიზაციული მართვის სტრუქტურის შესაბამისად, ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობას. ** ზედამხედველობას უწევს დამრიგებლის პროგრამის განხორციელებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას დადგენილი მიზნების შესაბამისად. ** ახორციელებს მოსწავლეთა არასაპატიო მიზეზით გაცდენებისა და დაგვიანებების ყოველდღიურ მონიტორინგს. ** მოვალეობებისა და ამოცანების შესასრულებლად, დირექტორის დავალებით, ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ** ამყარებს და ინარჩუნებს კონსტრუქციულ კომუნიკაციას მოსწავლეთა მშობლებთან. ** კოორდინაციას უწევს არაფორმალური განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი სასურველია); ** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** განათლების სფეროში ან კერძო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ლიდერული, მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** ინგლისური ენის /რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ანაზღაურება: 2500 ლარი (დარიცხული) მდებარეობა: ქ.თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ.N14 საკონტაქტო: 555730770; დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ აღნიშნულ ელ-ფოსტა: [email protected] | [email protected]