აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე/სხვა
Job description
" მწვანე სკოლის " საბურთალოს კამპუსი სკოლამდელი საფეხურისთვის აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ** აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი ** აღმზრდელის თანაშემწე ** ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** სასურველია, დაინტერესებულ კანდიდატს გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამა. ** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი. ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. გრაფიკი: I - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე; II - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. კონკურსის ეტაპები: 1. პირველი ეტაპი: შემოსული რეზიუმეების (CV) საფუძველზე კანდიდატთა კვალიფიკაციისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/გადარჩევა; 2. მეორე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; 3. მესამე ეტაპი: კანდიდატებისთვის ორგანიზაციის ღირებულებების, კონცეფციისა და გარემოს გაცნობა; კანდიდატის მიერ სამოდელო თამაშის დაგეგმვა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე, გამოაგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] ; [email protected] . გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.