აღმზრდელ-პედაგოგი
Job description
საბავშვო ბაღი " ელიოტი.Elliot " აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ვაკანსიაზე, სექტემბრიდან. ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს: ** სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით ** ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ** წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს) მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან) სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 09:00-19:00 ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით და სამუშაო პროცესის ხარისხიანად წარმართვის შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა; ** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** აუცილებელი პირობაა თვითგანვითარებაზე ზრუნვა საბავშვო ბაღი "ელიოტი" გთავაზობთ: ** მზრუნველ და გუნდურ გარემოს ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]