TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აღმზრდელ-ფსიქოლოგი

აღმზრდელ-ფსიქოლოგი

thinking-academy-kindergarten Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 15, 2026

Job description

" აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი " აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ვებგვერდი: https://kids.azraki.ge/ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სილაბუსის მიხედვით კვირის თემატური გეგმების შედგენა; ** ბავშვზე დაკვირვებით ინდივიდუალური განმავითარებელი გეგმის შემუშავება; ** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ** წინასწარ გაწერილი დღის განრიგის მიხედვით მოქმედება (აღსაზრდელების კვება, ძილი, აქტივობები და ა.შ); ** აქტივობების შესაბამისად გარემოს მოწყობა; ** ბავშვთა ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობაში; ** ინდივიდუალური და გუნდური უნარების გაღვივება თამაშისა და კომუნიკაციის მეშვეობით; ** საგანმანათლებლო მასალების მომზადება/ადაპტირება კვირის თემის მიხედვით; ** დაკვირვება ბავშვების ქცევებსა და განვითარებაზე, საჭიროებების დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** მეწყვილესთან თანამშრომლობა ჯგუფის მართვასა და აქტივობების დაგეგმვასთან დაკავშირებით; ** ბავშვებისთვის ადაპტაციის ხელშეწყობა მშვიდ გარემოში; ** ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან ბავშვის საჭიროებისა და განვითარების შესახებ; ** თამაშზე დაფუძნებულო მიდგომების გამოყენება; ** ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების დაგეგმვის განხორციელების მიზნით; ** სავალდებულო ჰიგიენური წესების დაცვის მეთვალყურეობა; ** სოციალურ სივრცეში მშობლებისთვის განკუთვნილ ჯგუფში ყოველდღიურად ინფორმაციის განთავსება; კვალიფიკაცია: ** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ან პედაგოგიკის მიმართულებით; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული მეტყველება. ** ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა. საჭირო თვისებები და უნარები: ** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ თქვენ გთავაზობთ: ** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები) ** კვებით უზრუნველყოფა ** აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება. ** სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება. ** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება. ** განვითარების შესაძლებლობა - დასაქმება აზროვნების აკადემიის მოზარდების კურსებზე. ** ფიტპასი ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე [email protected] და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 ივლისი 2026 წ. . მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის! თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.