აღმზრდელი
Job description
"მწვანე ალუბალი " - ადრეული განათლების ცენტრი, აცხადებს აღმზრდელების შერჩევას. ვაცხადებთ ახალი ნაკადის მიღებას - ეს არის შერჩევითი პროცესი მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განვითარებით ადრეული განათლების სფეროში და სურს გახდეს ძლიერი, მოთხოვნადი სპეციალისტი. (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია) საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი ( net) სამუშაო გრაფიკი: 8 სთ/კვირაში 5 დღე რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაოს მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში ** მუდმივ ტრენინგებსა და სისტემურ პროფესიულ განვითარებას ** გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვა და იდეები რეალურად განახორციელო ** შესაძლებლობას, გახდე ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სფეროში, რომელიც საქართველოში დღეს ვითარდება ** პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე მიდგომებში (მათ შორის Reggio Emilia) შერჩევის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც: ** აქვთ განათლება ფსიქოლოგიაში (არასავალდებულო) ** ნამდვილად უყვართ ბავშვებთან ყოფნა და თამაში ** მზად არიან განვითარებისთვის და აქტიური სწავლისთვის ** გამოირჩევიან პასუხისმგებლობით და ორგანიზებულობით ** ხედავენ ამ სფეროში საკუთარ მომავალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ** გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი დამოკიდებულებაა. თუ გრძნობ, რომ ეს ადგილი შენთვისაა - განაცხადის მისაღებად გამოგვიგზავნე CV და მოკლე წერილი შენ შესახებ: [email protected] მისამართი: ვაკე/საბურთალო, თბილისი. ვებგვერდი: https://www.alubali.org/