TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ბუღალტერი

აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ბუღალტერი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილების რაოდენობა - 1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან/და ბუღალტერიის მიმართულებით; ** აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: - საქართველოს შრომის კოდექსი; - საქართველოს საგადასახადო კოდექსი; - საქართველოს კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ; - საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"; - სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი; - "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება; - "დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანება - "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება; ი) "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება; - "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება; ** საბუღალტრო პროგრამა ორის-7-ის ცოდნა; ** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური შემოსავლების და ხარჯების დარიცხვა და ბუღალტრული ასახვა საბუღალტრო პროგრამა ორისში; ** საქართველოს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ პორტალზე გადარიცხვების კონტროლი; ** შეძენილი ძირითად და მცირეფასიან საშუალებათა აღრიცხვის კონტროლი; ** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა; ** ყოველთვიური დეკლარაციების ზედამხედველობა; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** შემოსული და გასული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე. ანაზღაურება: 1980 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი N3 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] .