TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აღრიცხვის ოპერატორი

აღრიცხვის ოპერატორი

ug-lubricants Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 24, 2026

Job description

" UG Lubricants " აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე. კომპანიის აღწერა: "UG Lubricants" არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში. კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს. სამუშაო გრაფიკი/ფორმატი: ** სრული, ოფისში მუშაობა (ქუთაისი) ** სამუშაო საათები: 09:00-18:00 ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება ფუნქცია-მოვალეობები: ** Microsoft Excel-ში მონაცემების დამუშავება, ცხრილების წარმოება და საჭირო ინფორმაციის განახლება; ** ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტების პროგრამაში ასახვა; ** ბუღალტერიასთან, საწყობთან, გაყიდვებისა და სხვა შესაბამის განყოფილებებთან კომუნიკაცია; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან უმაღლესთან გათანაბრებული განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით ** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** Microsoft Excel-ის ცოდნა ენების ცოდნა: ** ქართული - აუცილებელია ** რუსული - აუცილებელია ** ინგლისური - ჩაითვლება უპირატესობად ბენეფიტები: ** კონკურენტული ანაზღაურება ** ბენეფიტები: ** სტაბილური სამუშაო გარემო ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით შენიშვნა წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "UG Lubricants"-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51