აღრიცხვის ოპერატორის / შეკვეთების ადმინისტრატორი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის/აღრიცხვის ოპერატორის და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციებზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება; ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის; წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება. აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით .