აგრო ექსპერტი/აგრონომი
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიციაზე. აგრო ექსპერტის/აგრონომის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას, რეგიონებში მივლინებით სიარულს და გათვალისწინებულია შესაბამისი დღიური ანაზღაურება. კანდიდატებს შეუძლიათ ამ პოზიციის შეთავსება სხვა, მუდმივ სამსახურთან. ძირითადი მოვალეობები: აგრო ზარალების შეფასება: ველზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება; დაზიანებული სასოფლო სამეურნეო კულტურების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა; ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ. აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი აგრარული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი); აუცილებელია საქართველოში გავრცელებულ სასოფლო სამეურნეო კულტურების ცოდნა; აუცილებელია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში. პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა მოლაპარაკების წარმოების უნარი ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.