TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აგრო ზარალების მენეჯერი

აგრო ზარალების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Jul 31, 2026

Job description

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აგრო ზარალების მენეჯერის პოზიციაზე. აგრო ზარალების მენეჯერის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას, რეგიონებში მივლინებით სიარულს და აღნიშნული პოზიციისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი დღიური ანაზღაურება. კანდიდატებს შეუძლიათ ამ პოზიციის შეთავსება სხვა, მუდმივ სამსახურთან. ძირითადი მოვალეობები: საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მივლინებებში სიარული, აგრო ზარალების შეფასების პროცესის წარმართვა და ადმინისტრირება; კომუნიკაცია კლიენტებთან, კლიენტისთვის ზარალის შეფასების, პროცედურების და ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შემთხვევის ადგილზე გასვლის ორგანიზება, ტექნიკური საკითხების მოგვარება; დოკუმენტაციის ადმინისტრირება. აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია აგრარულ სფეროში); მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება აგრარულ სფეროში; MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; სასურველია GPS პროგრამის ცოდნა ცოდნა; სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; მართვის მოწმობა (B კატეგორია). პიროვნული უნარები: დამარწმუნებელი კომუნიკაცია მოლაპარაკების წარმოების უნარი დროის მართვის უნარი ანალიტიკური აზროვნება ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა დეტალებზე ორიენტირებულობა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.