TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აგრონომი

აგრონომი

agrotechno Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, "აგროტექნო" მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. "აგროტექნო" მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს! https://at.com.ge/ https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში! ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას! ვაკანსია: აგრონომი ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი მე-15 კმ) სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. პოზიციის მიზანი: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოშენების სრული ციკლის მართვა, ტრაქტორებისა და აგრეგატების ეფექტური, უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენებით აგროტექნიკური სამუშაოების მაღალ ხარისხში შესრულება და მოსავლიანობის ოპტიმიზაცია. ფუნქცია-მოვალეობები: ** ნიადაგის დამუშავების, განოყიერებისა და კულტურების მოვლა-მოშენების პროცესების დაგეგმვა და ზედამხედველობა; ** ნიადაგის დამუშავების, თესვისა და მცენარეთა დაცვისას ტექნიკის ოპტიმალური სამუშაო რეჟიმების (სიჩქარე, წნევა, ჩაღრმავება) განსაზღვრული სტანდარტებით მართვა; ** მცენარეთა დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების დროული დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების გატარება; ** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტური გამოყენების, დოზირებისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი; ** ტრაქტორებისა და სპეციალური აგრეგატების სწორი აგრეგატირებისა და კალიბრაციის უზრუნველყოფა/კონტროლი; ** აგროტექნიკური სამუშაოების კალენდარული გეგმის შედგენა და მისი მიმდინარეობის მონიტორინგი; ** მოსავლიანობის პროგნოზირება და მოსავლის აღების პროცესის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება აგრონომიის ან აგრარული მეცნიერებების მიმართულებით; ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** თანამედროვე აგროტექნოლოგიების ცოდნა; ** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარები; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point). ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა; ** გრძელვადიანი თანამშრომლობა; ** ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. კონკურსის ეტაპები: ** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 22 აგვისტომდე . გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პრზიციის დასახელება - "აგრონომი - თბილისი". თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!