აგრონომი / აგრო გაყიდვების მენეჯერი
Job description
"კალო" აცხადებს ვაკანსიას აგრონომი / აგრო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, რეგიონები დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი. პოზიციის შესახებ: ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ აგრონომს / აგრო გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ფერმერებთან, გაუწევს მათ პროფესიულ აგრონომიულ კონსულტაციას და ხელს შეუწყობს კომპანიის სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გაყიდვების ზრდას. თუ გიყვართ აგრონომია, კომუნიკაცია და პრაქტიკული მუშაობა ფერმერებთან, ეს პოზიცია თქვენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: ** ფერმერებთან რეგულარული ვიზიტები და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება; ** ფერმერების საჭიროებების შეფასება და შესაბამისი აგრონომიული რეკომენდაციების მომზადება; ** სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა აგრო პროდუქტების პროფესიონალური წარდგენა; ** მცენარეთა დაცვისა და კვების სქემების შედგენაში მონაწილეობა; ** გაყიდვების პროცესის სრული მართვა — შეთავაზებიდან შეკვეთის დასრულებამდე; ** ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებული კლიენტების პორტფელის განვითარება; ** საველე დემონსტრაციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება; ** კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ** CRM სისტემაში მომხმარებლებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დროული ასახვა; ** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება აგრონომიის მიმართულებით; ** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აგრონომიის ან აგრო გაყიდვების სფეროში; ** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების კარგი ცოდნა; ** სხვადასხვა კულტურის მოყვანის ტექნოლოგიების ცოდნა; ** გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** სასურველია Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა. პიროვნული. უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ინიციატივიანობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით); ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ტრენინგებს საერთაშორისო და ადგილობრივ აგრონომიულ პროდუქტებზე; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ სამუშაო ინსტრუმენტებს. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალური აგრო გუნდის წევრი და თქვენი ცოდნით დაეხმაროთ ქართველ ფერმერებს უფრო მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.