TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / აკადემიური თანამდებობები

აკადემიური თანამდებობები

Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Jul 27, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 738912_BTU_2640044.zip შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად . შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით: 1. ეკონომიკა: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; 2. მენეჯმენტი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; 3. ფინანსები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია, ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია; 4. მათემატიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; 5. საერთაშორისო სამართალი: პროფესორი - 02 ვაკანსია; 6. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება: პროფესორი - 02 ვაკანსია ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია; 7. კომპიუტერული მეცნიერება: პროფესორი - 02 ვაკანსია ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია; 8. პროგრამირება: პროფესორი - 02 ვაკანსია ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია; 9. ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება: პროფესორი - 01 ვაკანსია ასოცირებული პროფესორი - 02 ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია; 10. მონაცემთა ანალიტიკა და ინჟინერია: ასოცირებული პროფესორი - 02; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია. 11. ელექტრომაგნეტიზმი: ასოცირებული პროფესორი - 02; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია; 12. პროგრამული ინჟინერია: ასოცირებული პროფესორი - 02; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები ბტუ-ს "აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების" შესაბამისად: აკადემიური ნიშნით: ** პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ი; ** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ი; ** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან სხვა დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის შემთხვევაში - საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ი) ან/და სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო მივლინებებში, კვლევით პროექტებში მონაწილეობა და/ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი/აკადემიური (მაგ. პედაგოგიური) აქტივობა. პროფესიული ნიშნით: ** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება; ** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული/პედაგოგიური გამოცდილება. წარმოსადგენი დოკუმენტები: 1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით); 2. შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით); 3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი/პასპორტი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი; 4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი; 5. საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია: ა) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის ან სხვა დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის შემთხვევაში - საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ის ან/და სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო მივლინებებში, კვლევით პროექტებში მონაწილეობის და/ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი/აკადემიური (მაგ. პედაგოგიური) აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: არანაკლებ მაგისტრის ან მა