აკადემიური თანამდებობები - სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
Job description
შპს " ევროპის უნივერსიტეტი " აცხადებს ღია კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად : ვეტერინარიის ინტეგრირებული (ქართულენოვანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: ** ერთი პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - ცხოველთა ანატომიის მიმართულებით. ** ორი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - სავეტერინარო ფარმაკოლოგიის და სავეტერინარო მიკრობიოლოგიის მიმართულებით. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები: პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი; დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი; დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. საკონკურსო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: [email protected] ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში; ბ)ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); ვ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია); ზ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა. კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: 1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება. 2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება. კონკურსის ვადები: ** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 4 აგვისტოდან; ** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით; ** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 9 სექტემბერს; ** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბერს; ** კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბერს; კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 14 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171