ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერი / NPD, მარკეტინგი
Job description
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიისთვის თბილისში. ძირითადი მოვალეობები: პროდუქტის იდეის ინიცირება და ბრიფის შემუშავება ბრიფის მიღება მარკეტინგის სტრატეგიული გუნდისგან, მიმდინარე წლის ან კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის, ბაზრის კვლევისა და კონკურენტული ანალიზის შესაბამისად ახალი პროდუქტის ან არსებული პროდუქტის გაუმჯობესების დამოუკიდებელი ინიცირება, საკუთარი ბაზრის ანალიზისა და დაკვირვების საფუძველზე პროექტის ტექნიკური მართვა პროექტის დაგეგმვა და მართვა კონცეფციიდან ბაზარზე გაშვებამდე — დიზაინის გუნდის შერჩევა, ტექნიკური დავალებების გაცემა და კომუნიკაცია კოორდინაცია წარმოების, შესყიდვების, ხარისხის კონტროლის, დიზაიერების გუნდთან, ფინანსების, გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან, პროდუქტის დროულად და ოპტიმალური დანახარჯებით შესაქმნელად სტამბებთან და დიზაინერებთან უშუალო მუშაობა — ეტიკეტის, ყუთისა და შეფუთვის ვიზუალური იდენტობის ტექნიკური შეფასება და დამტკიცება წარმოებაში გაშვებამდე ბიუჯეტისა და ვადების კონტროლი პროექტის ფინანსური, იურიდიული და დროითი ჩარჩოების განსაზღვრა, დაგეგმვა და მართვა პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, გადახრების იდენტიფიცირება და კორექტირების ინიცირება ძირითადი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი; გამოცდილება პროდუქტის განვითარებაში/ბრენდინგში/მარკეტინგში 2 წლიანი გამოცდილება NPD მენეჯერი/ბრენსდ/მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე წარმოების/დისტრიბუციის/რითეილის სფეროში რუსული ენის ცოდნა დამატებითი ინფორმაცია: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; სამედიცინო დაზღვევა; კომპანიის მობილური ტელეფონი; სატელეფონო ლიმიტი; ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში , გთხოვთ , გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ - ფოსტაზე : [email protected]