ამანათების დახარისხების სპეციალისტი
Job description
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე საბაჟო ტერმინალზე. "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო გრაფიკი: არასტანდარტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + დანამატი საქმიანობის აღწერა: ** სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების პროგრამული აღრიცხვა, დახარისხება; ** რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება; ** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია; ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: ** კოლეგიალურობა; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ამანათების დახარისხების სპეციალისტი ", ან დაგვირეკეთ ნომერზე (+995 32) 249 26 26. წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: [email protected] . კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!