---
title: ამანათების დახარისხების სპეციალისტი
description: კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ და ენერგიულ გუნდის წევრს ამანათების დახარისხების პოზიციაზე საწყობში. ამანათების დახარისხების სპეციალისტი ძირითადი მოვალეობებ
---

# ამანათების დახარისხების სპეციალისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-12  
**Apply by:** 2026-09-12

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=744378)

## Job description

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ და ენერგიულ გუნდის წევრს ამანათების დახარისხების პოზიციაზე საწყობში. ამანათების დახარისხების სპეციალისტი ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით: ** სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა; ** მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი; ** სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება; ** პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება; ** კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა; ** მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად); ** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); ** ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ): ** მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს); ** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ). პირობები, გრაფიკი და ლოკაცია: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, (კვირაში 40 საათი); სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა; ანაზღაურება: 1500 ლარი რას გთავაზობთ ჩვენ: ** დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; ** კარიერული ზრდის პერსპექტივას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე info@caucasuslogistics.com გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ამანათების დახარისხების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
