TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ამწე-მანიპულატორის მძღოლი

ამწე-მანიპულატორის მძღოლი

zodi Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა. "ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით - თბილისსა და ბათუმში. კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/ კომპანია " ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ამწე-მანიპულატორის მძღოლის პოზიციაზე. ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი. ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი. სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე სამუშაო საათები: 09:30-18:30 სამუშაო აღწერა: ** თბილისსა და რეგიონში პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა; ** ზედნადების მიხედვით შეკვეთების დარიგება და მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაცია; ** ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნვა; ** კოორდინირებული მუშაობა საწყობებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთლობის დაზღვევას; ** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. გისურვებთ წარმატებას!