ამწყობი
Job description
შპს " ვბ ინვესტიციები" აცხადებს ვაკანსიას ამწყობის პოზიციაზე სამუშაო განაკვეთი: სრული ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო, საინგილოს 83 მიზანი: ნახაზების, სამუშაო ინსტრუქციებისა და ხარისხის სტანდარტების მიხედვით ელექტრომექანიკური წყობების და ქვეწყობების აწყობა, უსაფრთხოების, პროდუქტიულობისა და ხარისხის უზრუნველყოფით. ძირითადი მოვალეობები: საამწყობო ოპერაციები: შეასრულოს სხვადასხვა კომპონენტების და ნაწილების აწყობა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების შესაბამისად. უზრუნველყოს, რომ ყველა აწყობილი ერთეული შეესაბამებოდეს ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. იმუშაოს სიზუსტით, ხელის ინსტრუმენტებით, ელექტრო ხელსაწყოებითა და სპეციალიზებული აღჭურვილობით. ხარისხის კონტროლი: შეამოწმოს აწყობილი პროდუქტები დეტალურად, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეესაბამებიან ყველა სპეციფიკაციას და მოთხოვნას. აღმოფხვრას ნებისმიერი დეფექტი ან შეუსაბამობა აწყობის პროცესში. ითანამშრომლოს ხარისხის კონტროლის გუნდთან, რათა უზრუნველყოს აწყობის პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება. დოკუმენტაცია და ანგარიშგება: ზუსტად შეავსოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის ჩანაწერები, შემოწმების ანგარიშები. დროულად აცნობოს მენეჯერს ნებისმიერი საკითხი, შეფერხება ან მასალების დეფიციტი. უსაფრთხოების დაცვა: დაიცვას ყველა უსაფრთხოების პროტოკოლი და გაიდლაინი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემო. მონაწილეობა მიიღოს რეგულარულ უსაფრთხოების ტრენინგებში და დაიცვას საუკეთესო პრაქტიკა მასალებისა და აღჭურვილობის მართვაში. კვალიფიკაცია/გამოცდილება და უნარები სასურველია გამოცდილება სხვადასხვა მექანიკურ აწყობაში. საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის სქემებისა და აწყობის ინსტრუქციების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი. დეტალებზე ორიენტირებულობა ხელის და ელექტრო ხელსაწყოების საბაზისო ცოდნა. კარგი კომუნიკაციის უნარები და გუნდის წევრად მუშაობის უნარი. საშუალო სკოლის დიპლომი ან ეკვივალენტი; დამატებითი ტექნიკური ტრენინგი ან სერთიფიკატები უპირატესობად ჩაითვლება. სამუშაო პირობები: წარმოების გარემოში მუშაობა, რაც შეიძლება მოიცავდეს მანქანების და წარმოების ხმაურის ზემოქმედებას. სამუშაოს გრაფიკი: 9 AM - 6 PM, ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება 1000 ლარი, net, 3 თვე. 1200 ლარი, 3-6 თვე, 1450 ლარი, 6 თვის შემდეგ. რას გთავაზობთ: ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა. თანამშრომლური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო. პროფესიული ზრდისა და უნარების განვითარების შესაძლებლობები. დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ გადადით მითითებულ ბმულზე და გაგვიზიარეთ საკონტაქტო ინფორმაცია: https://wbicareers.selfrecruit.ge/s/Fs63