---
title: ანალიტიკოსი
description: საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ანაზღაურება: 3000 Net. ბენეფიტები: კორპორაციული ნომერი, კომპანიი
---

# ანალიტიკოსი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-28  
**Apply by:** 2026-10-28

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=756310)

## Job description

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ანაზღაურება: 3000 Net. ბენეფიტები: კორპორაციული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი ძირითადი ფუნქციები: ** მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების გაშვებამდე ანალიტიკური შეფასების მომზადება - მიზნობრივი აუდიტორია, მოსალოდნელი შედეგები, ეფექტიანობის პროგნოზი, ფინანსური და ბიზნეს-ეფექტის გაანგარიშება; ** მარკეტინგის მიმდინარე პროექტების ანალიტიკური მხარდაჭერა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და პროექტების ეფექტიანობის შეფასებასა - მიღებული შედეგების მონიტორინგი; ** ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული არხებიდან (Google Analytics, Social Media, CRM system და ა.შ.) მონაცემების რეგულარული შეგროვება და დამუშავება; ** A/B ტესტირების შედეგების ანალიზი ვებსაიტის, სარეკლამო ბანერებისა და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის; ** მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების, ლოიალობის პროგრამისა და ციფრული არხების მონაცემების ანალიზი; ** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი; ** განხორციელებული აქციებისა და კამპანიების შედეგებისა და KPI-ების შეფასებასა და დეტალური ანგარიშების მომზადება; ** ROMI-ის (Return on Marketing Investment) მაჩვენებლის რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი; ** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტებისა და ინტერაქციული დაშბორდების შექმნა; ** მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების, იდეებისა და ოპტიმიზაციის გზების შეთავაზება მარკეტინგის დეპარტამენტისთვის; ** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა, მიზნობრივი და ეკონომიკურად ოპტიმალური მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დასაგეგმად; ** IT დეპარტამენტთან კოორდინაცია აქციებთან და მარკეტინგულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში; ** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე; ** CRM სისტემებთან და Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება; ** დაშბორდებისა და ვიზუალური რეპორტების შექმნის გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Data Studio/Looker Studio ან ანალოგიური ინსტრუმენტი); პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ანალიტიკოსი". აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
