TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

სს "იბერია რეფრეშმენტსი" , "PepsiCo"-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (40 სთ/კვირაში) კომპანიის შესახებ: სს "იბერია რეფრეშმენტსი" წარმოადგენს "PepsiCo"-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina). კომპანია ასევე აწარმოებს "Max Power"-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "Revery Group"-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებად სტაჟირებას - 800 ლარი; ** წარმატებული სტაჟირების დასრულების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას "Iberia Refreshments - Pepsi Georgia"-ს გამოცდილ გუნდთან ერთად; ** კორპორაციულ SIM ბარათს; ** ტრანსპორტირებას ისნის მეტროდან ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებებისა და ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა; ** სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ** სარჩელების შეტანა, სასამართლოსა და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობა; ** კომპანიის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; ** კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი; ** კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტის აღრიცხვა, მოწესრიგება, სათანადო რეესტრის წარმოება; ** საგამოძიებო ორგანოებში კომპანიის ინტერესების დაცვა; ** იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი; ** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე; რუსული ენის ფლობა სასურველია; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და აქტიურობა. აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში ("subject"-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 6/08/2026 წ. კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.