ანაზღაურებადი სტაჟირება/ოფის მენეჯერი
Job description
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: კორესპონდენციის წარმოება; ფოსტის მიღება-გაგზავნა; სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; შეხვედრების ორგანიზება; არქივის წარმოება; კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი, გადამისამართება; ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება; სადაზღვევო შიდა პროგრამაში მუშაობა: პოლისებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yVXqVECd კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/